воскресенье, 27 марта 2016 г.

среда, 5 мая 2010 г.

საოცარი ცხოველები: ქამელეონი

აფრიკის ცხოველებს შორი ერთ–ერთი საოცარი არსებაა ქამელეონი. ამ არსების სახელს ხშირად უწოდებენ უპრინციპო ადამიანს, რომელიც ხშირად იცვლის თავის შეხედულებებს სიტუაციის მიხედვით. ქამელეონი ადამიანებისათვის უვნებელია. მისი მთავარი თავისებურებაა შენიღბვის საოცარი უნარი: იგი უცებ იცვლის ფერს გარეიოს, განათების და ტემპერატურის მიხედვით. ამ გზით იგი უხილავი ხდება მტაცებელთათვის. ასეთი შენიღბვა მისი თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა.
ქამელეონი ქვეწარმავალთა კლასს მიეკუთვნება.გარეგნულად იგი ხვლიკს წააგავს. ქამელეონები დამოუკიდებელ ქვერიგს ქმნიან. ეს გარკთეულწილად მათი ენის თავისებური აღნაგობის გამო მოხდა. ქამელეონებს საკმაოდ გრძელი ენა აქვთ. ნალირობის დროს მან ენა შეიძლება გამოისროლოს თავისი სხეულის სიგრძის ნახევარზე.ფორით კი ენა ჭიაყელას წააგავს. ქამელეონები თელურ ბუნებაში მხოლოდ თბილ ქვეყნებში გვხვდება, რადგან ცივსისხლიანი ცხოველია. თუკი აცივდა, ქამელეონები ძილს ეძლევიან.მათთვის ყველაზე ხელშემწყობი კლიმატი კუნძულ მადაგასკარზე და აფრიკაშია.სწორედ აქ არის თავმოყრილი მათი ყველაზე მეტი სახეობა. მაგალითად, აფრიკაში ქამელეონების 80–მდე სახეობაა. გათრცელებმს ამ ცენტრების გარდა. ქამელეონები ბინადრობენ ასევე ინდოეთში, ცეილონზე, მცირე აზიაში, არავიაში, ხოგო სახეობა კი სამხრეთ ევროპაშიც კი გვხვდება. ბამელეონებში სულ არჩევენ 4 გვარსა და 90 სახეობას.სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ქამელეონები ხეებზე ატარებენ. სწორედ ფოთლების, მერქნის და ხემცენარეების სხვა შეფერვა არის დამახასიათებელი ქამელეონების კანისთვის.ისინი შეიძლება იყვნენ მწვანეები. ხააკისფერნი ან ღია ყავისფერნი. მლელრი მამრისაგან ფერით ძლიერ არ განირჩევა. ხეზე ცხოთრებაში ქამელეონებს ძლერ ეხმარებათ გრძელი კუდი. ზოგ სახეობას კუდი სპირალურად ეხვევა. ამ სამარჯვის საშუალებით ქამელეონი ხის ტოტებს ემაგრება, რაც მას უადვილებს ცხოვრებას. მიწაზე ისინი ჩამოდიან გამრავლების პერიოდში ან ჰიბერნაციისათვის. მხოლოდ 2–3 სახეობა ეწევა მიწაზე ცხოვრების ნირს.